← ყველა სიახლე
თქვენი დიზაინი — თქვენი ასლი
არჩეული დიზაინი საიტზე ცალკე ასლად ინახება: შაბლონებს რომ განვაახლებთ, თქვენი საიტი უცებ არ შეიცვლება.

აქამდე ხუთივე შაბლონი საერთო იყო. დღეიდან ყოველ საიტს თავისი ასლი აქვს — აირჩიეთ, მოაწყვეთ, და ის თქვენია.
ახალი იერი თუ მოგინდებათ, „დიზაინში“ დააჭირეთ „თავიდან აწყობა უახლესიდან“ — როცა თავად გადაწყვეტთ. ძველი ვერსია ისტორიაში რჩება და ერთი დაჭერით ბრუნდება.
იმავე დღეს დაემატა ბანერის მართვა (ფოტოს განლაგება, სიმაღლე, ფერი, ანიმაცია, სლაიდები) და QR კოდი — ბანერში ან ცალკე ნაწილად.