← უკან

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება:

ეს პოლიტიკა აღწერს, რა მონაცემებს აგროვებს და როგორ იყენებს oop.ge — საიტების კონსტრუქტორი (შემდგომში „ჩვენ“), როცა იყენებთ ჩვენს მართვის პანელს ან ათვალიერებთ ჩვენს სერვერზე განთავსებულ საიტებს.

1. ვინ ვართ

oop.ge გთავაზობთ საიტის აწყობას, განთავსებას, საკუთარ დომენსა და ელ-ფოსტას. კითხვებისა და მოთხოვნებისთვის მოგვწერეთ: info@oop.ge.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

საიტის მფლობელები (პანელის მომხმარებლები)

  • ანგარიში — ელ-ფოსტა, სახელი და პაროლი. პაროლი ინახება მხოლოდ შეუქცევადად დაშიფრული (ჰეშის) სახით — თავად პაროლს ჩვენც ვერ ვხედავთ.
  • Google-ით შესვლა (თუ იყენებთ) — Google-ის ანგარიშის იდენტიფიკატორი, ელ-ფოსტა და სახელი. Google-ის პაროლს არ ვიღებთ.
  • საიტის შიგთავსი — ტექსტები, ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები, კონტაქტები და პარამეტრები, რომლებსაც თავად ამატებთ.
  • მომსახურების აღრიცხვა — ტარიფი და გადახდის ვადა. საბანკო ბარათის მონაცემებს არ ვამუშავებთ.

საიტების სტუმრები

  • საკონტაქტო ფორმა — სახელი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და შეტყობინება, რომელსაც თავად წერთ, ასევე IP-მისამართი და ბრაუზრის ტიპი (სპამისგან დასაცავად). შეტყობინება ეგზავნება საიტის მფლობელს ელ-ფოსტით და ინახება მის პანელში, სანამ მფლობელი არ წაშლის. ამ მონაცემებს ვამუშავებთ საიტის მფლობელის სახელით — მათ განკარგავს მფლობელი.
  • შეკვეთები — თუ საიტზე ჩართულია „მენიუ და შეკვეთა“, შეკვეთის მონაცემები მუშავდება იმავე წესით, საიტის მფლობელისთვის.

ელ-ფოსტის ყუთები

თუ თქვენს საიტზე ელ-ფოსტის ყუთი გაქვთ, წერილები ინახება ჩვენს სერვერზე. მათ შიგთავსს არ ვკითხულობთ — გარდა ავტომატური დამუშავებისა, რომელიც მიწოდებას და სპამისგან დაცვას სჭირდება, და კანონით მოთხოვნილი შემთხვევებისა.

ტექნიკური მონაცემები

სერვერი ინახავს IP-მისამართს, ბრაუზრის ტიპს, მოთხოვნილ გვერდსა და დროს — უსაფრთხოებისთვის და შეტევებისგან დასაცავად (მაგ. შესვლის მცდელობების შეზღუდვა).

3. რისთვის ვიყენებთ

  • სერვისის მიწოდება: საიტის აწყობა, განთავსება, გამოქვეყნება, ელ-ფოსტა;
  • ანგარიშის უსაფრთხოება: შესვლა, ელ-ფოსტის დადასტურება, პაროლის აღდგენა;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული შეტყობინებები (მაგ. გადახდის ვადის შეხსენება);
  • ბოროტად გამოყენებისა და სპამის აღკვეთა.

მონაცემებს არ ვყიდით, რეკლამისთვის არ ვიყენებთ და მესამე მხარეს არ გადავცემთ, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა ან კანონით მოთხოვნილისა.

4. ქუქი-ფაილები

რეკლამის, ანალიტიკისა და თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ. საიტების სტუმრებს ქუქი არ ეყენებათ. პანელში შესვლის სესია ინახება თქვენი ბრაუზრის მეხსიერებაში; Google-ით შესვლისას და საიტის გამოუქვეყნებელი ვერსიის (პრევიუს) ნახვისას გამოიყენება მხოლოდ ტექნიკურად აუცილებელი ქუქი. თუ საიტზე ჩასმულია რუკა (მაგ. Google Maps), ის იტვირთება მისი მომწოდებლისგან და ექვემდებარება მის წესებს.

5. მესამე მხარის სერვისები

  • Google Gemini (ხელოვნური ინტელექტი) — როცა პანელში AI-ს სთხოვთ ტექსტის დაწერას, გაუმჯობესებას ან თარგმნას, თქვენ მიერ შეყვანილი ტექსტი და საიტის შესაბამისი ტექსტები ეგზავნება Google-ს. უფასო ტარიფზე Google-მა შეიძლება ეს მონაცემები საკუთარი მოდელების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს — ამაზე პანელიც გაფრთხილებთ. ნუ ჩაწერთ AI-ის მოთხოვნაში პირად ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. სტუმრების შეტყობინებები AI-ს არ ეგზავნება.
  • Pixabay — სანიმუშო ფოტოს ძებნისას Pixabay-ს ეგზავნება მხოლოდ საძიებო სიტყვები; პირადი მონაცემები არ იგზავნება.
  • Google-ით შესვლა — თუ ამ გზას აირჩევთ, Google გვიდასტურებს თქვენს ვინაობას (იხ. პუნქტი 2).
  • Facebook / Meta (მზადდება) — თუ საიტის მფლობელი პანელში თავის Facebook-გვერდს მიაბამს, მივიღებთ მისი გვერდების სიას (სახელი და იდენტიფიკატორი), რომ სასურველი აირჩიოს, და შევინახავთ არჩეული გვერდის წვდომის ტოკენს — დაშიფრულად. გამოვაქვეყნებთ მხოლოდ იმ სიახლეებს, რომლებსაც მფლობელი თავად აქვეყნებს თავის საიტზე. მიბმის გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება; გაუქმებისას ან წაშლის მოთხოვნისას ტოკენი იშლება.

6. სად ინახება

მონაცემები ინახება ჩვენს სერვერზე, ევროკავშირის მონაცემთა ცენტრში (netcup GmbH). ელ-ფოსტაც ამავე სერვერზეა — გარე საფოსტო სერვისს არ ვიყენებთ. დაშიფრული სარეზერვო ასლები ინახება ევროკავშირში (Backblaze, ამსტერდამი).

7. რამდენ ხანს ვინახავთ

  • ანგარიში და საიტის შიგთავსი — სანამ ანგარიში ან საიტი არსებობს;
  • დაუსრულებელი (ჩაურთავი) საიტი ავტომატურად იშლება 7 დღის უმოქმედობის შემდეგ, გაგზავნილი, მაგრამ ჩაურთავი — 30 დღეში;
  • სტუმრების შეტყობინებები — სანამ საიტის მფლობელი არ წაშლის ან საიტი არ წაიშლება;
  • სერვერის ჟურნალები — არაუმეტეს 90 დღისა;
  • წაშლილი საიტი ან ანგარიში მაშინვე ქრება მოქმედი ბაზიდან; დაშიფრულ სარეზერვო ასლებში შეიძლება დარჩეს არაუმეტეს 6 თვისა, შემდეგ ავტომატურად იშლება.

8. თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ან გააპროტესტოთ მათი დამუშავება. ანგარიშის მონაცემების უმეტესობას თავად ასწორებთ პანელში („ჩემი ანგარიში“). წაშლის წესი აღწერილია გვერდზე მონაცემების წაშლა. სხვა მოთხოვნისთვის მოგვწერეთ info@oop.ge — გიპასუხებთ 30 დღის განმავლობაში.

თუ საიტის სტუმარი ხართ და გსურთ საკონტაქტო ფორმით გაგზავნილი მონაცემის წაშლა, მიმართეთ ამ საიტის მფლობელს ან მოგვწერეთ ჩვენ — მოთხოვნას მფლობელს გადავუგზავნით.

9. ცვლილებები

პოლიტიკის განახლებისას ამ გვერდზე „ბოლო განახლების“ თარიღი შეიცვლება. არსებით ცვლილებას საიტის მფლობელებს პანელში ან ელ-ფოსტით შევატყობინებთ.