მონაცემების წაშლა
ბოლო განახლება:
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ oop.ge-ზე შენახული თქვენი მონაცემების წაშლა. აირჩიეთ შესაფერისი გზა:
1. დაუსრულებელი საიტი — თავად, პანელში
ჯერ ჩაურთავი საიტი შეგიძლიათ თავად წაშალოთ: პანელში გახსენით „ჩემი საიტები“ → საიტის ბარათზე „⋮“ → „წაშლა“ და დაადასტურეთ საიტის სახელით. საიტი, მისი ტექსტები და ატვირთული ფაილები მაშინვე იშლება.
2. ჩართული საიტი ან მთელი ანგარიში — ელ-ფოსტით
მოგვწერეთ info@oop.ge იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც ანგარიშზე შედიხართ, თემით „მონაცემების წაშლა“. მიუთითეთ, რისი წაშლა გსურთ — კონკრეტული საიტის (მისი მისამართი) თუ მთელი ანგარიშის. მოთხოვნას შევასრულებთ 30 დღის განმავლობაში და დაგიდასტურებთ ელ-ფოსტით.
წაიშლება: ანგარიში, საიტ(ებ)ი და მათი შიგთავსი, ატვირთული ფაილები, სტუმრების შეტყობინებები, ელ-ფოსტის ყუთები წერილებითურთ და სოციალური ქსელების მიბმის ტოკენები. ელ-ფოსტის ყუთის წაშლა შეუქცევადია — საჭირო წერილები წინასწარ შეინახეთ.
3. Facebook-ის მიბმის მოხსნა
თუ საიტს Facebook-გვერდი მიაბით: Facebook-ში გახსენით Settings & privacy → Settings → Business integrations, აირჩიეთ oop.ge და დააჭირეთ Remove. ამის შემდეგ შენახულ ტოკენს წავშლით და სიახლეები Facebook-ზე აღარ გამოქვეყნდება. მიბმა შეგიძლიათ მოხსნათ ჩვენს პანელშიც, ან მოგვწეროთ info@oop.ge-ზე — ტოკენს წავშლით და დაგიდასტურებთ.
4. საიტის სტუმრები
თუ საკონტაქტო ფორმით გაგზავნილი მონაცემის წაშლა გსურთ, მიმართეთ იმ საიტის მფლობელს ან მოგვწერეთ ჩვენ — მოთხოვნას მფლობელს გადავუგზავნით.
რა რჩება წაშლის შემდეგ
წაშლილი მონაცემები მაშინვე ქრება მოქმედი სისტემიდან. დაშიფრულ სარეზერვო ასლებში ისინი შეიძლება დარჩეს არაუმეტეს 6 თვისა, შემდეგ ავტომატურად იშლება. შეიძლება შევინახოთ მხოლოდ ის, რისი შენახვაც კანონით გვევალება.
დაწვრილებით — კონფიდენციალურობის პოლიტიკა.